"მთავარის" ინფორმაციით, მეუფე გრიგოლი ხვალ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს | ექსკლუზიური ინტერვიუ სინოდის წევრთან

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის კრიტიკა ამბიონიდან მცირე კომენტარით შეაფასა და განაცხადა, რომ მოსაყდრე შიოს ქადაგებას უფრო ვრცლად სინოდის სხდომაზე უპასუხებს.

აღსანიშნავია, რომ მეუფე გრიგოლი ერთ-ერთია სინოდის წევრებს შორის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სინოდის გავლენიანი წევრი მიხეილ სააკაშვილს ხვალ ციხეში მოინახულებს. 

"მე მივმართე მრევლს, სამწყსოს. მთავარი თემა მიმართული იყო არა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის მიმართ. რა აზრზეც ვიყავი, იგივე აზრზე ვრჩები. ამ ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული აღმშენებლობა და წინაპირობები, რომ ეს ამოცანები, რაც ნებისმიერი ადამიანის წინაშე, ქვეყანა რა არის? თითოეული მოქალაქე. რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა განახორციელოს. ვინც უნდა იყოს ეს: სასულიერო პირი, ნებისმიერი დარგის მოღვაწე, მოქალაქე. ჩვენ ყველანი ვალში ვართ იმ ისტორიის წინაშე, საიდანაც მოვდივართ",- თქვა მან. 

 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეუფე გრიგოლი მწვავე განცხადებას აკეთებს და ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ ვითარება უკიდურესად მძიმე და ფეთქებადსაშიშია. 

"უმადური საქმეა ეხლა საერთოდ კომენტარების კეთება და მითუმეტეს შენი კოლეგის, სულიერი ძმის ნათქვამზე. ერთი რამ ვიცი რომ სახარება, ბიბლია ეს ის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომელიც ჩვენი ცხოვრების ძალიან სერიოზულ საყრდენს წარმოადგენს. არამარტო სულიერად, მორალურად, ზნეობრივად. რაღაც მიმართულების მიმცემია ,ორიენტირია და თავისთავად ცხადია, სწორედ წმინდა წერილი არის ის, რასაც ადამიანები არამარტო კითხულბენ, არამედ ინტერპტეტაციას უკეთებენ. ყველას თავისი ინტერპრეტაცია აქვს, პასუხს ვერ აგებ სხვის ნათქვამზე. მე, როგორც სინოდის წევრი, ჩემს აზრს სინოდის სხდომაზე ვამბობ ხოლმე, თუ დადგება ასეთი, ჩემს აზრს იქ ვიტყვი",- თქვა მეუფე გრიგოლმა.  

შეგახსენებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა  მრევლთან საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი