"გორში, გდდ-ს ბაზაზე მთელი საქართველოს სპეცრაზმის და კრიმპოლის მობილიზაციაა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, "სახელმწიფო გადატრიალებას აღკვეთენ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს.
"გორში, გდდ-ს ბაზაზე მთელი საქართველოს სპეცრაზმის და კრიმპოლის მობილიზაციაა.გუშინ შავნაბადაც სპეცრაზმი იმერეთში დაბანაკდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით (რასაც კიდევ გადავამოწმებთ სხვა წყაროებთან), სავარაუდოდ სამეგრელოში "იარაღის საწყობს აღმოაჩენენ" და "სახელმწიფო გადატრიალებას აღკვეთენ",- წერს ნიკა გვარმია Facebook-ზე.
ცნობისთვის, გორში, ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ადგილზე სპეცრაზმის წარმომადგენლები არიან დაბარებული.