საფრანგეთში სამკურნალოდ მყოფი ირინა ვასაკინი ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარების მოლოდინშია. ქალი სიმსივნის დიაგნოზით, უცხოეთში სამკურნალოდ ოთხი თვის წინ წავიდა, თუმცა მისი ამ მდგომარეობა დამძიმდა.
პაციენტის ჩამოსაყვანად საჭიროა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ქალის შვილებმა საკონსულოს მიმართეს, თუმცა დიპლომატიურ უწყებაში განუცხადეს, რომ მთავრობა მხოლოდ გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს ფარავს, პრაქტიკა კი, რომე პაციენტის მგზავრობა უზრუნველყონ - არ ჰქონიათ.
საკონსულოს ვესაუბრე და გვითხრეს, რომ ვერანაირად ვერ დაგვეხმარებიან. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის მოსმენა თქვენთვისო, გარდაცვალების შემთხვევაში გადასვენებას სრულიად უზრუნველყოფს ქართული მხარე, მაგრამ გადაყვანას ვერ მოვახერხებთ, რადგან ამას ოჯახი უზრუნველყოფსო, - ამბობს ვასაკიანის შვილი.
ოჯახი ამბობს, რომ თხოვნით საფრანგეთის მთავრობასაც მიმართეს და მაკრონის ადმინისტრაციისგან მიიღეს პასუხი, რომ წერილი მიღებულია და განხილვაშია, საქართველოს მთავრობას კი ოჯახისთვის პასუხიც არ გაუცია.