ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა გარკვეულ ძალებს სურთ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს შეიხი სუს-ის მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმე, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში შიდა დაპირისპირებით არიან დაინტერესებული.
მართლაც არსებობენ ჯგუფები და პირები, რომლებიც ცდილობენ, ეთნიკური შუღლი გააღვივონ. ორი თვის განმავლობაში მარნეული და ბოლნისი ჩაკეტილი იყო. სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ეთნიკური ნიშნით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამის უკან მესამე ძალებიც დგანან. ამ საკითხს სახელმწიფოს სერიოზულად უნდა მიუდგეს, რათა ცუდი შედეგები თავიდან იქნას აცილებული - ამბობს მირთაღი ასადოვი.
დღეს განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მარნეულში ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოძიება არ უნდა დარჩეს ფორმალურ გამოძიებად. აგილ მუსტაფევი დარწმუნებულია, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა რუსეთს აქვს.