"6 დღეა მშიერი ვარ, ჭუჭყი მჭამს" - ქართველი ახალგაზრდა ღამეს ვილნიუსის აეროპორტში ათევს და დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოდან ლიეტუვაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა მამაკაცი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკვე 6 დღეა ღამეს ხან ვილნიუსის სადგურში ხან კი აეროპორტში ათევს.

ის ამბობს, რომ ლიეტუვაში 18 ოქტომბერს მიწვევით ჩავიდა. დამსაქმებელი კომპანიისგან იცოდა, რომ უნდა ემუშავა ეტიკეტების დაკვრაზე საათში 5 ევროდ, ადგილზე მისულს კი სულ სხვა პირობები დახვდა და სამუშაო ხე-ტყის საწარმოში, საათში 4 ევროდ შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა, რადგან მისივე თქმით, ჯანმრთელობა მძიმე სამუშაოსთვის ხელს არ უწყობს. ის ამბობს, რომ ონკოლოგიური პაციენტია. მისივე თქმით, მიმართა საკონსულოსაც, თუმცა უთხრეს, რომ დახმარება არ შეუძლიათ.

"არც სასმელი მაქვს, არც საჭმელი, 4 ღამე სადგურში ვათენებდი...ახლაც ვილნიუსის აეროპორტში ვათენებ ღამეს.... ზუსტად 6 დღეა მშიერი ვარ, მათხოვარივით დარჩენილი ქუჩაში, ჭუჭყი მჭამს ისეთ მდგომარეობაში ვარ." ამბობს მამაკაცი.

მისივე ვიდეოდან ირკვევა, რომ ლიეტუვაში ფირმა "ჰაირლაბმა" გაუშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი