ლისის ფერდობზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილზე მცირე ზომის ნაპრალები შეინიშნება. გეოლოგები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა საფრთხეებს არავინ ითვალისწინებს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლისის ეს ტერიტორია ვაშლიჯვირდან მოშორებულია, გეოლოგიურად ეს ერთი და იგივე ფერდია:
"ლისის ფერდი არაა უსაფრთხო მშენებლობისთვის, თავისი გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე დიდი საფრთხისშემცველია თუ არასწორად ჩაერევი. საწყისი პროცესია...ამაზრზენია როცა ამას "აპრავებს" რომელიმე მეცნიერი, ან რომელიმე გეოლოგი" - ამბობს თეა გოდოლაძე.
სპეციალისტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობები სახიფათო ზონაში და გაირკვეს ვინ გასცემს სამუშაოების ნებართვებს.