"ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი"- ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანი ახალგაზრდებმა ქუთაისის მერიის წინ გამართეს.
სამოქალაქო აქტივისტები ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქუთაისში დასაქმების პერსპექტივის არ არსებობის გამო, ქალაქს ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ.
აქციის მონაწილეებმა 12 დაპირებული და შეუსრულებელი პროექტის ფოტოგამოფენა მოაწყვეს. ახალგაზრდა პოეტებმა კი პროტესტის ნიშნად საკუთარი ლექსები დაწვეს.