რას აღნიშნავს სამეგრელოში ჯანდაცვის მინისტრი მაშინ, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად პანდემიას ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ეკატერინე ტიკარაძის და ხელისუფლებასთან დაახლოებული ექიმების ქეიფი ცოცხალი რესტორანში მუსიკის თანხლებით - საგანგებოდ დაკეტილი რესტორანის კარი ტიკარაძის მოთხოვნით გახსნეს და სუფრა 80 ადამინზე გაიაშლა.
ღონისძიებაზე მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს, რომ რესტორანში მათთვის სუფრა იყო გაშლილი და თქვა, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.
"სულ ნახევარი საათი ვიყავი ფოიეში და "რუსთავი 2-ზე" მქონდა ჩართვა, ალბათ საზოგადოებაც ნახავს, მე ვერანდაზე არ ავსულვარ საერთოდ. ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები იყვნენ ზუგდიდში, რუხის კლინიკაში სულ 10-15 კაციანი ჯგუფი. მე შემოვიარე ჩართვის გამო, ანრი ჯოხაძის სიმღერას მე ვერ ვაკონტროლებ",- ამბობს გაბუნია.
ექიმებმა, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის და გუბერნეტორის გაშლილ სუფრასთან კარგად მოილხინეს, მათ განწყობაზე კი თბილისიდან საგანგებოდ ჩასული ანრი ჯონაძე ზრუნავდა. მინისტრისთვის გვინდოდა გვეკითხა, რას აღნიშნავდნენ ექიმები უმძიმესი პანდემიის დროს სამეგრელოში, თუმცა დაცვამ ის რესტორნის სათადაროგო კარიდან გააპარა.