სავაჭრო და საკვებ ობიექტებში მომხმარებლებსა და თანამშრომლებს მკაცრი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

გამოქვეყნდა:

სავაჭრო და საკვებ ობიექტებში შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები. მაღაზიებისა და რესტორნების მომხმარებლებსაც და თანამშრომლებსაც მკაცრი წესების დაცვა მოუწევთ.

ღია სივრცის კვების ობიქტებში დაცული უნდა რამდენიმე პირობა. დაუშვებელია ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება. გამონაკლისის სახით დამატებით  მაგიდასთან 12 წლამდე მოზარდი შეიძლება დაჯდეს. მაგიდებს შორის მანძილი კი ორ მეტრზე  ნაკლები არ უნდა იყოს. ბარებსა და რესტორნებში უნდა იყოს ერთჯერადი მენიუები და სტუმრებმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნონ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტი არ გვყავს, დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. მაინც ბევრ ქართველ სტუმნარს ველოდებით. ჩვეთან მოსული მოხმარებელი უნდა იყოს პირბადით, დანარჩენ რეკომენდაციებს ჩვენ მივცემთ, - ამბობს ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი ბექა შუღლიაშვილი

დახურულ შენობებში შესრულმა ადამიანებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი, ეკეთოთ პირბადე და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მოლებში, სადაც არის ლიფტები, ლიფტში არ დაიშვება ექვს ადამიანზე მეტი და ისინი ერთმანეთისკენ ზურგით უნდა იდგნენ.

დღეიდან იხსნება ღია მაღაზიები და სავაჭრო მოლები, ასევე იხსნება ტანსაცმლის მაღაზიებიც.  შეზღუდვები იხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობებზეც. დღეიდან ამუშავდება  ღია სივრცის რესტორნები. 8 ივნისიდან კი კი უკვე რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი