მეუფე პეტრეს განმარტოება და დამშვიდება ურჩიეს - ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი მეუფე იოანე

გამოქვეყნდა:

მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო - პასუხობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი მეუფე პეტრეს შესახებ დასმულ კითხვას.

მეუფე იოანეს თქმით, არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, დაისჯება. მეუფის განცხადებით, მან არ იცის, სინოდის სხდომა როდის გაიმართება.

სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი, თქვენ ჩემზე მეტი იცით. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს. რასაც დაადგენს სამართალი, იმის მიხედვით მოხდება, თუ  დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო, დამშვიდდა თუ არა არ ვიცი, - განაცხადა მეუფე იოანემ.

იგი ასევე გამოეხმაურა მეუფე ანტონის განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ იცის რა კურსი გვაქვს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო დატოვა. მეუფე იოანემ მამა გიორგის მამალაძის შეწყალების საქმეზე განაცხადა, რომ თუ რეგულაციები  შეიცვალა, შესაძლოა, განმეორებით მიმართონ პრეზიდენტს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი