გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ლიფტის შახტას გაუჩნდა, რასაც სადარბაზოს დაკვამლიანება და პანიკა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამართალდამცველებიც მუშაობდნენ, მათ ლიფტი დალუქეს.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კონსტრუქციის გაუმართაობის შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმაცია დიდი ხნის წინ მიაწოდეს და მერიის თანადაფინანსების პროგრამითაც ისარგებლეს, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე არ მომხდარა.
მოსახლეობა დახმარების თხოვნით გორის ახლადარჩეულ მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეწვია სამსახურში, თუმცა ხინჩეგაშვილი მათ არ შეხვდა.