"არ გვესროლოთო უყვირია... სად წაიყვანეს არ ვიცით" - ლოპანიდან გატაცებულების ოჯახის წევრები

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ძალები შიდა ქართლის სოფლებში თარეშს განაგრძობენ. მათ გუშინ, ლოპანის ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ვაყის მცხოვრებლები ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე გაიტაცეს. მათ სავარაუდოდ არარსებული საზღვრის გადაკვეთას ედავებიან. 

ოჯახებისთვის გატაცებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ფაქტს სამი თვითმხილველი ჰაყვს, მათ შორის გატაცებული ზაზა მელიქიშვილის მამა.

"4 ვმუშაობდით, ორი ხე მოვჭერით, მძღოლი დაბლა იყო გზაზე, დავუძახეთ, ხმა არ გაგვცა, მერე ჩემი ბიჭი დაბლა ჩამოვიდა, არ გვესროლოთო ესე თქვა, ჩვენ შეგვეშინდა, მე ვთქვი, ბიჭებო აქ რაღაც ხდება მეთქი, იმიტომ რომ ჩემი ბიჭი ამოვიდოდა, ამასობაში ჩვენ ღელე-ღელე, ტყე-ტყე წამოვედი", - ამბობს ბონდო მელიქიშვილი.

გატაცების ფაქტს სუს-იც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი