კორონავირუსი გახშირებული ფაქტების მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება. მოქალაქეები პირბადეების გარეშე მგზავრობენ და არც სოციალურ დისტანციას იცავენ . არ კონტროლდება მგზავრთა ნაკადიც.
ვინ დაიცავს? ერთი, ადი, აგერ და ნახე, მიტყუპებულები არიან ერთმანეთთან... ნახევარი ფეხზე დგას... პირბადე ზოგს უკეთია, ზოგს არ უკეთია,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილება ყველა წესის დაცვით, მათ შორის, პირბადით უნდა მოხდეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები სპეციალისტების რეკომენდაციების მაინც არ ითვალისწინებენ.