დაკლებული პენსიები - ლიბერთი ბანკში მისულ პენსიონრებს თავიანთ ანგარიშზე კუთვნილზე მცირე თანხები დახვდათ

გამოქვეყნდა:

პენსიონრებმა, რომლებიც დღეს ლიბერთი ბანკში მივიდნენ, ბევრად ნაკლები თანხა აიღეს, ვიდრე ადრე იღებდნენ. 

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პენსიონრებს, ვისაც პენსია წინასწარ ჰქონდათ აღებული, ბანკში მოულოდნელი სიტუაცია დახვდათ. პენსიონრებმა არ იციან, რატომ დააკლეს თანხები და რა მეთოდით მოხდა დაანგარიშება.

ხელისუფლებამ პენსიონრებს კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში პირობა მისცა, რომ სამი თვის პენსიას სრულად აიღებდნენ და მათ წინასწარ აღებულ პენსიებს არ ჩამოაჭრიდნენ. ივნისი საშეღავათო პერიოდის მესამე თვეა და დღეს პენსიონრებმა, წინა თვეებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად მცირე თანხები აიღეს.

ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ჩვეულებრივ, მისი პენსია 220 ლარია, დღეს კი მხოლოდ 170 ლარი აიღო.  

"ლიბერთი ბანკს" პენსიონრებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი