საქართველოში 77 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში 77 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს - ოჯახების 70 პროცენტზე მეტს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონდა საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი.

მათ შორის  არის აფხაზეთიდან დევნილი სამშვილიანი ოჯახი, სადაც ბავშვები ხშირად მშივრები იძინებენ, ოჯახი კი მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს.

გაეროს ბავშვთა ფონდი უახლესი კვლევის თანახმად, 6-თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 27% იღებდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით.

• სოფლად 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40%-ია, ვისაც სიცხე ჰქონდა და ექიმთან ვერ მიიყვანეს.
• უღარიბესი ოჯახების ბავშვების 20% არ დადის სკოლაში.
• ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. 12% სახლში დამზადებული თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობს.

"ქართული ოცნება"  არ უარყოფს, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, თუმცა ამას წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, "მთავარი არხის" კითხვაზე, თუ რა შეცვალა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ათასობით უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებისთვის გაღიზიანდა და ჟურნალისტები საკითხის არასწორად წარმოჩენაში დაადანაშაულა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბავშვთა მდგომარეობა ქვეყანაში უმძიმესია და სანამ ეკონომიკური მდგომარეობა  არ გაუმჯობესდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაუარესდება. 

უფლებადამცველები წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად  ბავშვთა  საკითხებს სწავლობენ, ამბობენ, რომ განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით ქართველ ბავშვებს საჭმლისა და  საარსებო მინიმუმისთვის უწევთ ბრძოლა და არსებითი ცვლილება არ გვაქვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი