აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე - რამდენიმე წუთის წინ გაზგასამართი სადგური აფეთქდა. მომხდარის დეტალები უცნობია. ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, სადაც აფეთქება მოხდა, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია გაზგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი. მან დამწვრობა მიიღო.