აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - "ეკო გაზის" თანამშრომლები მომხდარის მიზეზებზე საუბარს ერიდებიან.
ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ახლო მდებარე კორპუსებს ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ეკო გაზმა" აღნიშნულ ადგილზე ფუნქციონირება უნდა განაგრძოს, თუმცა ეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნდა მოხდეს.
არავინ არ იყო, რომ წავედი, მერე გავიგე ხმა. გამოვიქეცი და ვნახე, რომ ასეთი ამბავი მოხდა. მე ვარ მომხმარებელი, ვარ მეზობელი, აქვე ვცხოვრობ. თუ ნორმები იქნება დაცული, რატომ არ უნდა ფუნქციონირებდეს? - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საბურთალოზე აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა.