"მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება" | პარიზში მცხოვრები ქართველების მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტსა და მთავრობას

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "საფრანგეთიდან დანახული საქართველო" და პარიზში მცხოვრები ქართველები საფრანგეთის მთავრობასა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოითხოვოს. აქვე, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პატიმრობის პირველსავე დღეს, ციხეში შიმშილობა დაიწყო და ახლა, მისი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. 

8-წლიანი იძულების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. რის შემდეგაც 1 ოქტომბერს ის დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და დღემდე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. საქართველოს მთავრობა კი მას ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. თუმცა, მისი ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოშია შესაძლებელი, - ნათქვამია მიმართვაში. 

ორგანიზაციის წევრები წერენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერია, მის მხარდასაჭერად კი თბილისში14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც მოითხოვა.

2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერი, დღეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიული პროგრესის სიმბოლოდ მიიჩნევა. რალურად, მიხეილ სააკაშვილი საქართელოს ხელისუფლების სათავში მყოფ პირებს შორის პირველია, ვინც 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. ამ დღიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი არჩევნების გზით ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგია და არჩევნებს სისტემატურად აყალბებს. ზუსტად ამ მიზეზით მან მიხეილ სააკაშვილი, როგორც პუტინის ნომერ პირველი მტერი, ციხეში გამოკეტა. მიხიელ სააკაშვილი მზადაა, ციხეში მოკვდეს, რაც დემოკრატიის მარცხი და პუტინის გამარჯვება იქნება. 

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არაა და ის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საინტრესოა ისიც, რომ პრემიერმინისტრი 
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ თუ საკანში "ჭკვიანად არ მოიქცევა", დამატებით ბრალდებებს წაუყენებენ. 

საფრანგეთმა უნდა მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგან სასწორზე დასავლეთისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობა დევს... პარიზში მცხოვრები ფრანგი ქართველები ვერ შევეგუებით იმის ყურებას, თუ როგორ დუმს საფრანგეთი რუსეთის წინაშე. 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჩაერიოს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პროცესში, - წერია მიმართვაში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 34-ე დღეა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი