გაზგასამართი სადგურის აფეთქების მიზეზები - გამორიცხული არ არის დივერსია

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა თუ მიზანმიმართული დივერსია - ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გზაგასამართი სადგური, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე, სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია კორპუსების პირველი და მეორე სართულები, მათ შორის, კომერციული ობიექტები.

ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და გაზგასამართი სადგურის გადატანას მოითხოვს, თუმცა საცხოვრებელი კორპუსები აქ მას შემდეგ აშენდა, რაც გაზგასამართი სადგური უკვე მუშაობდა, მიუხედავად ამისა, მშენებლობის ნებართვები მაინც გაიცა. 

კომპანია ეკო გაზის დირექტორმა განაცხადა, რომ კომპრესორი შემთხვევით არ ფეთქდება - სწორედ ესაა ხელსაწყო, რომელიც გუშინ აფეთქდა. მისი თქმით, ჯერჯერობით ძნელია საუბარი, ეს ადამიანური ფაქტორი იყო, დაუდევრობა თუ სხვა რამ, თუმცა იგი მიზანმიმართულ ქმედებასაც არ გამორიცხავს. 

საერთოდ, აფეთქება ეგრე სპონტანურად არ ხდება, შეიძლება ბალონი აფეთქდეს, მაგრამ კომპრესორი არ ფეთქდება ხოლმე. ვიღაცეები რომ საუბრობენ თურმე, რომ აქ "კალონკა" არ უნდა იყოს, იქნებ თვითონ ისინი არ უნდა იყვნენ აქ. დაუდევრობაა 2008 წლის მერე, ესე იგი, - ამბობს ეკო გაზის დირექტორი დავით ქუთათელაძე

ადგილზე მომუშავე ზედამხედველობის წარმომადგენნელი აცხადებს, რომ ელოდება შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს კონკრეტული პასუხის გაცემას აფეთქების მიზეზებზე.

ეკო გაზის ადგილზე მყოფი თანამშრომლები დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ. 

ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბინებისა და მაღაზიის მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ აფეთქება ძალიან ძლიერი იყო, რადგან მათი ფართების მინები საკმაოდ გამძლე მასალის გახლდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი