იყო მოთხოვნა, რომ საჭირო იყო პატიმრის კონსულტაცია და ექიმი გავგზავნეთ - "ვივა მედის" დირექტორი

გამოქვეყნდა:

მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ, რომელი პატიმრის მოსანახულებლად მივიდა , იყო მოთხოვნა რომ საჭირო იყო პენიტენციურ სისტემაში მყოფი  პაციენტის კონსულტაცია - აცხადებს  კლინიკა ,,ვივა მედის'' დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე რუსთავის მე-12 ციხეში, კლინიკის ექიმის მისვლასთან დაკავშირებით

"დღესაც იყო შემთხვევა, როდესაც პენიტენიცურ დაწესებულებაში საჭირო გახდა ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ, იყო მოთხოვნა რომ საჭირო იყო პენიტენციურ სისტემაში მყოფი  პაციენტის კონსულტაცია,  სპეციალობის მქონე ექიმის და შესაბამისად ეს ექიმი იქნა გაგზავნილი. გადმოყვანაზე ჩვენთან არავის საუბარი არ ქონია".  - ამბობს ჩხაიძე

შეგახსნებთ, რომ დილით რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კლინიკა ვივა მედიდან ექიმი მივიდა, თუმცა მან არ ისაუბრა ჟურნალისტებთან რატომ და ვისთან შედიოდა.

ვივა მედი სწორედ ის კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი