მეუფე დიმიტრის ქონება შემოწირულობებით აქვს მიღებული - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განმარტებები გაკეთდა

გამოქვეყნდა:

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის დიდძალი ქონება - "აი ფაქტის" ჟურნალისტურ გამოძიებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გამოეხმაურნენ. ეპარქიაში გამოძიების შედეგებს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ მთელი ქონება, რომელიც მეუფე დიმიტრის გააჩნია, შემოწირულობებით აქვს მიღებული და მას არ შეუძენია. 

რაც შეეხება ვაკის ბინას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს მის სახელზე არ არის. ეს არის მისი შვილის და მას ჰყავდა მეუღლე, ის გახლდათ ქორწინებაში და ჰყავს შილები. მისი მეუღლე არის გადრაცვლილი და მის მეუღლესაც გააჩნდა ქონება და რა თქმა უნდა, ეს ქონება დარჩებოდა მის შვილებს, ამიტომაც ეს ქონება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თბილისის სახლზე, ეს იყო მისი ყოფილი მეუღლის და რა თქმა უნდა, ის მისი შვილის სახელზე იქნება.

ის ტერიტორია, რომელიც არის ყაზბეგში, უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომ შეძენილი არის ის მხოლოდ ათას ლარად და აშენებული არის ერთი სახლი, რომელიც არის სოფელში მამა-პაპისეულ ტერიტორიაზე... დაწესებულებაზე უკვე მოგახსენეთ, რომ პირიქით, ის ხმარდება უპატრონო ბავშვებს და მოხუცებულთა სახლებს ეს თანხა,- აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, მამა იოანე გორელიშვილი. 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ქონება გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა შეისწავლა. ორგანიზაციის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე  ფლობს 1500 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო მიწას წილკანში, 1811 კვადრატულ მეტრ მიწას ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში, 266,862 ლარის ღირებულების საცხოვრებელ ბინას თბილისში  ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს შეიძინა და ერთ კვირაში საკუთარ შვილს გადაუფორმა.

"აი ფაქტის" თანახმად, მეუფე დიმიტრის აღნიშნული ქონება არაკეთილსინდისიერი გზით აქვს ნაშოვნი. ამის არგუმენტად კი,  ჟურნალისტები რჯულის კანონის დარღვევას ასახელებენ, რომლის თანახმადაც, ბერს არ შეიძლება დიდძალი ქონება ჰქონდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი