იურიდიული მისამართი იქ გადაგვაქვს, სადაც თავისუფლება უკვე მოიპოვეს, წალენჯიხაში - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხმა გადაწყვიტა, რომ იურიდიული მისამართი შეიცვალოს და ის იქ გადაიტანოს სადაც "თავისუფლება უკვე მოიპოვეს" - წალენჯიხაში.

"მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა.

არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცვლით იურიდიულ მისამართს და გადაგვაქვს იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება - წალენჯიხაში", - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი