მეუფე ანტონს წმინდა ნაწილების მითვისებაში ადანაშაულებენ - სოფლის მოსახლეობა მღვდელმთავარს ფიზიკურად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:


მღვდელმთავარს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა - სოფელ ქვედა ზეგანის მცხოვრებლები მეუფე ანტონს იმ სიწმინდეებისა და ძვირფასეულობის გადამალვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ოჯახები თითქმის 80 წლის განმავლობაში ინახავდნენ. სიწმინდის მცველები ამბობენ, რომ წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილი ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა მოსახლეობისგან უნებართვოდ რეზიდენციაში წაიღო. მაშინ ამის გამო სასულიერო პირს მთელი სოფელი აუჯანყდა.

რამდენიმე თვეში მეუფე ანტონი იძულებული გახდა სიწმინდე დაებრუნებინა, თუმცა სოფელ ქვემო ზეგანის მოსახლეობას ეჭვი გაუჩნდა, რომ მღვდელმთავრის რეზიდენციიდან ასლი გადმოიტანეს და არა წმინდა გიორგის ნეკის ორიგინალი ნაწილი, რადგან სიწმინდე უკვე სპეციალურ ლუსკუმაში იყო მოთავსებული და მისი დანახვა შეუძლებელი იყო. 

წმინდა გიორგის ნეკის გარდა, დავა მოსახლეობამ ძვირფასი ხატების გამოც დაიწყო. ქვედა ზეგანელები მეუფე ანტონს უძველეს ხატსაც ედავებოდნენ, რომელიც ძვირფასი ლითონით იყო მოჭედილი და ადგილობრივების თქმით, მღვდელმთავარმა რესტავრაციისთვის წაიღო. მოგვიანებით გაიგეს რომ  ხატიც რეზიდენციაში იყო დაბრძანებული. 

მთავარი არხი პასუხისთვის მეუფე ანტონს დაუკავშირდა. მღვდელმთავარმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო, მეტიც დღეს სასულიერო პირმა ეჭვი შეიტანა იმ ნივთების ნამდვილობაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სოფლის მთავარი სიწმინდე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი