"ადამიანს ლინჩის წესით ასამართლებენ დახურულ ოთახში და ჩვენ მაყურებლები ვართ"- რუსთავის აქციას შიდა ქართლიდან უერთდებიან

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან დაგეგმილ აქციას მოქალაქეები შიდა ქართლიდან უერთდებიან. ისინი დილიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან იკრიბებიან და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე წასვლას გეგმავენ.

კასპი, ქარელი, ხაშური, გორი - აქციას რუსთავის ციხესთან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან. 

"ადამიანს ლინჩის წესით ასამართლებენ დახურულ ოთახში და ჩვენ მაყურებლები ვართ, შორიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს. მე არ შემიძლია ახლა სახლში ვიჯდე და ამ ყველაფერს ვუყურო. წეღან ვიღაც გამოვიდა და ლაპარაკობდა, რომ თურმე აქციაზე ძალადობები და რაღაცა უნდა მოვაწყოთ და ეს არის ზღაპარი და სირცხვილია ბოლობოლო. ამ მთავრობას მივმართავ- როდემდე? ამ ზღაპრების მოსმენა მოგვბეზრდა რა",- ამბობს მოქალაქე.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიდა ქართლიდან მოქალაქეები რუსთავის ციხისკენ უკვე დაიძრნენ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 37 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ხელისუფლება ამის მიუხედავად მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

აქცია დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი