როცა ამბობენ, რომ ფაქტები მაქვს, ყოველთვის ეჭვებს აჩენს - მეუფე ნიკოლოზი მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

როცა ამბობენ, რომ ფაქტები მაქვს, ყოველთვის ეჭვებს აჩენს - ამბობს მეუფე ნიკოლოზი მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისას. 

მისი თქმით, როცა სასულიერო პირები ამბობენ, რომ ხელთ აქვთ კონკრეტული ფაქტები, დამაჯერებელი არ არის. მეუფე ამბობს, რომ მას ფაქტები არ აქვს, თუმცა აქვს ვარაუდები.

მე არ ვიცი, რა ფაქტები აქვს, მეუფე პეტრეც ახსენა. მე და სხვებსაც ყოველთვის დიდ ეჭვებს უჩენს განცხადება, რომ "ფაქტები მაქვს". რა ფაქტები, საიდან არის ფაქტები, მე მაგალითად, ფაქტები არ მაქვს, მე მაქვს ვარაუდები, რას გულისხმობს, ამასაც მნიშვნელობა აქვს, - ამბობს მეუფე.

შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გახდება და თუ ამის მცდელობა გაგრძელდება, მაშინ ყველაფერს ფაქტებით იტყვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი