ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც სალხინოს მონასტერთან დღის განმავლობაში მრევლის ნაწილი იყო შეკრებილი, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ორი სასულიერო ირი. სასულიერო პირების ნაწილი, რომლებიც მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლას ითხოვენ, ამბობენ, რომ სუს-ის, ხელისუფლებისა და მეუფე სტეფანეს დავალებას ასრულებს.
პოლიცია ასრულებს სტეფანეს დავალებას. იძახიან, რომ დაგვავალესო, მაგრამ ვინ დაავალა მაგას არ ამბობენ. მონები, ივანიშვილის მონები...ღარიბაშვილი, - თქვა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
ცნობისთვის, მეუფე სტეფანეს ბრძანებით, ჩოხოსნებისა და საპოლიციო ძალების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ, განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტრის ტერიტორია დაატოვებინეს. მას შემდეგ მონასტერთან პროტესტი არ წყდება. სასულიერო პირებისა და მრევლი ითხოვს, სტეფანემ ეპარქია დატოვოს.
ავტორი: ემა გოგოხია