ვანო მაღალაშვილი პოლიციამ გაიტაცა - სამოქალაქო აქტივისტები

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვანო მაღალაშვილი გაიტაცა.

" Vano Magalashvili პოლიციამ გაიტაცა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან. ინტერვიუ მივეცით ვსაუბრობდით და უცბად თქვენ სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს.

ქართული ოცნების ბოლო რეპრესიული გაბრძოლება!",- წერს ფავლენიშვილი.

ვანო მაღალაშვილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან ინტერვიუ მისცა, შემდეგ პოლიცია მივიდა თქვენს ინტერვიუსთან დაკავშირებით კითხვები გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს, გაიტაცეს.
შეშინებული, აგონიაში მყოფი რეჟიმის სახე - წერს ნიკუშა ფარულავა.

მაღალაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი იყო  "ნაციონალური მოძრაობიდან". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი