მთელი სუს-ი მე დამდევს, მიშაზე რეებიც მალაპარაკეს სააკაშვილზე, ვაფშე არ ვიცნობდი..." - გორში "ოცნების" ყოფილმა აქტივისტმა ბენზინი გადაისხა

გამოქვეყნდა:

გორის ცენტრში კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სუიციდის მცდელობამდე მამაკაცი სუს-ის მხრიდან მასზე განხორციელებულ თვალთვალსა და ტერორზე საუბრობდა.

მისი გადარჩენა მოხერხდა და ამ დროისთვის კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი.  

დაშავებული კაცი "ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტი და საჯარო მოხელეა.

40 წლამდე  დავით შოთაშვილი "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

დამანებეთ, მომკალით, აქვე მომკალით. რა გინდა რატომ დამდევთ, მთელი სუს-ი მე დამდევს...მიშაზე რეებიც მალაპარაკეს სააკაშვილზე ვაფშე არ ვიცოდი...არ ვიცნობ მაგ პიროვნებას, ივანიშვილი მიყვარდა მე" -ისმის გადაღებულ ვიდეომასალაში.

შემთხვევა ქალაქის მთავარ მოედანზე მოხდა და ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 

მთავარი არხის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი