კონსილიუმის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილზე: გადაყვანილ იქნეს გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში

გამოქვეყნდა:

კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რამდენიმე წუთის წინ.

ციხეში კონსილიუმის სხდომა დასრულდა, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ უნახავთ. გადაწყვეტილება ანალიზების პასუხების მაჩვენებელზე დაყრდნობით მიიღეს.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ექიმებს უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტს კონსილიუმთან შეხვედრა არ სურდა.

ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ ჰოსპიტალიზაცია დღესვე მოხდეს, თუმცა სად, ეს უცნობია.

 

24-საათიანი უწყვეტი პროტესტი თსუ-ს პირველ კორპუსთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი