
ნიკა გვარამია კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გლდანის ციხის შესასვლელიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
მანამდე კი ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაცვის მხარემ იუსტიციის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, რომ გამოექვეყნებინათ ვიდეო, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა უწყებამ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხეში მისვლა.
"კომუნიკაცია მქონდა, მხოლოდ ნინო ლომჯარიასთან, რომელთანაც ვარ ხაზზე, იმიტომ რომ სხვა ხერხი და სხვა არხი ინფორმაციის მიღების, არ არსებობს. ჩვენ არც აქ მოვიდოდით, მოვითხოვეთ ყველამ, დაცვის ხაზმა, რომ გამოექვეყნებინათ მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნის ამსახველი ვიდეო და მისი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო.
სულ ნუ გამოაქვეყნებდნენ საჯაროდ, ჩვენთვის ეჩვენებინათ, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ, ამიტომ თხრობით გამოტანილი ამბები, ჩვენთვის არ არის პირველ ხარისხოვანი. ჩვენთვის მნშვნელოვანია ჩვენი თვალით დავრწმუნდეთ ამაში და მეორე, ვინც არ უდნა შევიდეს, იურისტებს ვგულისხმობ, არ აქვთ ექსპერტიზა სამედიცინო საკითხებში, ამიტომ პირადი ექიმი მაინც ყველა შემთხვევაში უნდა შევიდეს და ნახოს სააკაშვილი საკუთარ თვალით. აქაური ექიმები რას ეტყვიან სახალხო დამცველს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ არიან სანდო,-თქვა ნიკა გვარამიამ.