საზარელი შემთხვევა გლდანულაში - ადგილობრივები ჩვილის გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

გლდანულაში, იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც გუშინ ახალშობილის ცხედარი იპოვეს ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. სისხლის კვალი კვლავაც შესამჩნევია ნაგვის ურნასთან, სადაც ბავშვის ცხედარი იყო მოთავსებული, სისხლია დაღვრილი შენობასთანაც. ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.

ერთი-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, დედამ ბავშვი გაჩენის შემდეგ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო, თუმცა მეზობელი, რომელზეც ადგილობრივი საუბრობს, გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა სახლში დააბრუნეს. მეორე ვერსიით, ნაგვის ურნასთან ჩვილი სხვა უბნიდან მიიყვანეს და დატოვეს. 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, რადგან საქმე არასრწულწლოვანს ეხება, დანაშაულზე არ ისაუბრებენ უწყებაში ინფორმაციას, არის თუ არა საქმეზე დაკავებული  არ პასუხობენ. გამოძიება 112 -ე დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი