"[ცხინვალში] ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს. თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირისპირება ცხინვალის ე.წ ციხეში არ ყოფილა. არავითარი პირადი ან რელიგიური შუღლი არ ყოფილა ჩემ მიმართ და ჩვენი მოქალაქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი"
- თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.