მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე მივიდა. 

გამომძიებელი ამბობს, რომ დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომასალებსაც ამოიღებენ. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე, შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება ინფორმაციას რაც მასმედიით გავრცელდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი- საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდგომში სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდეს მისი გამოთხოვნა, - თქვა გიორგი მიქელაძემ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი