
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რომლის უწყებამაც მოშიმშილე პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანა, დღეს "მთავარმა არხმა" რესტორანში იპოვა.
იუსტიციის მინისტრთან, რომელიც დღეს აქციაზე ოპოზიციის წევრებსაც კი არ შეხვდა, ჩვენმა ჟურნალისტმა განმარტებები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მისი ნების წინააღმდეგ, ძალადობით გადაყვანის გამო მოსთხოვა.
"რატომ მოატყუეთ მიხეილ სააკაშვილი?" - ასე მიმართა მას ჩვენმა ჟურნალისტმა, "არ ვიცი საერთოდ რაზე ლაპარაკობთ", - პასუხობს ბრეგაძე და ამბობს, რომ ეს, ჟურნალისტის მხრიდან, მორალური ტერორია.
ავტორი: ნინიკო გიგაური