"არ მივცეთ პუტინს შესაძლებლობა მოგვიკლას მთავარსარდალი" | სდსს-ის მაიორის მიმართვა ოფიცრებს

გამოქვეყნდა:

"არ მივცეთ პუტინს შესაძლებლობა მოგვიკლას მთავარსარდალი" - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორი გიორგი ხაბეიშვილი ოფიცრებსა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მიმართავს. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორი გიორგი ხაბეიშვილი: ოფიცრებო, ძალოვანი უწყების თანამშრომლებო, არ მივცეთ პუტინს შესაძლებლობა მოგვიკლას მთავარსარდალი. არ აღმართოთ ხელი ქართველ ხალხზე და არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია, - ამბობს ხაბეიშვილი. 

მის მიმართვას ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. ის წერს, რომ გიორგი ხაბეიშვილი მისი ძმაა და ის "წლებია იძულებით ემიგრაციაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი