ამაშუკელის ქუჩაზე, იქ სადაც 2 დღის წინ გაზგასამართი სადგური აფეთქდა ექსპერტს, დენმა დაარტყა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ის აფეთქების მიზეზების დადგენას ცდილობდა. მამაკაცს გული გაუჩერდა, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა დროულად მოახერხეს და ის ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დღეს შემოიყვანეს 39 მამაკაცი ელექტროტრავმით აღენიშნებოდა გულის გაჩერება. აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ, რამოდენიმე დღე დაველოდებით, შემდგომ დავიწყებთ გამოღვიძებას, - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ნუცუბიძე.
გაზგასამართი სადგური ორი დღის წინ აფეთქდა, მათი მფლობელები გუშინ ამტკიცებდნენ, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო და შესაძლო დივერსიაზე საუბრობდნენ.