ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქში, ე.წ. წითელი ხიდის ტერიტორიაზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გაიგეს, რომ ხიდის ქვემოთ, მდინარეში მყოფი ადამიანი შველას ითხოვდა, რის შემდეგაც მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს.