საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სრულ კონსოლიდაციას აცხადებს. ქუჩაში გამოსული სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გარდა, პროტესტში ერთვებიან ხელოვანები.
მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და სპორტსმენები ავრცელებენ ვიდეომიმართვას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ.