ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის აღებას ითხოვენ. კომპანია "აკორდში" დასაქმებულების თქმით, პანდემიის პირობებში ცუდ ამინდში მუშაობდნენ და სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ.
ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას. მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის მძიმე პირობებზე საუბრობენ.
დასაქმებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ცენტრალურ მაგისტრალზე მუშაობენ და კომპანიას მათი დავალიანების გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.
კომპანია "აკორდის" წარმომადგენლის ინფორმაციით, მან არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ნამდვილად არიან თუ არა თანამშრომლები. მისი თქმით, "შესაძლოა, ეს ადამიანები თვითნებურად მუშაობდნენ". კომპანიის ინფორმაციით, მათ ხელფასის გაცემაზე პრობლემა არასდროს ჰქონიათ.