გორში სტიქია მძვინვარებს - რამდენიმე წუთის წუთის ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. მოსახლეობა ზარალს ითვლის და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
გორში, სტალინის გამზირზე, სამართალდამცავებს გზა აქვთ გადაკეტილი. ამ ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. სახურავის ნარჩენები ქალაქის ცენტრალურ გზაზეა მიმოფანტული. ჩოჩიშვილის ქუჩაზე კი ქარმა ხე მოგლიჯა და ის ავტომობილს დაეცა. არც ერთ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ინციდენტის დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შორის. ამ კონკრეტულ კორპუსს ქარმა ორი წლის წინაც გადახადა სახურავი და მის მკვიდრებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარანტია ჰქონდა, რომ ახალი სახურავი მკვიდრი იქნებოდა.
ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ ინციდენტის გამო შემქნილია კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ამ მომენტში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ ნარჩენების ქუჩიდან გატანას.