ვფიქრობ, ეს განცხადება დაწერილია შიოს ჯგუფის მიერ, ავტორი ალბათ ჯაღმაიძეა - თეოლოგები საპატრიარქოს წერილზე

გამოქვეყნდა:

თეოლოგების აზრით, საპატრიარქოს მხრიდან მეუფე ნიკოლოზის კრიტიკა და განცხადება ცხადად აჩვენებს, რომ მათი განწყობა პრორუსულია. თეოლოგებისთვის გაურკვეველია ვინ დაწერა კონკრეტულად ეს განცხადება, რადგან წერილს ხელს არავინ აწერს.

გოჩა ბარნოვი ვარაუდობს, რომ წერილი მეუფე შიოს ჯგუფის მომზადებულია.

"მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება დაწერილია შიოს ჯგუფის მიერ, რომლებიც ყველაზე პრორუსები არიან და ყველაზე სანდო დასაყრდენები რუსეთის. რა მაფიქრებინებს ამას - თვითონ სტილი წერილის, ესეთი ხისტი, უხეში წერილი, აშკარა პოზიცია პრორუსული. მის ავტორი ვფიქრობ ალბათ ჯაღმაიძეა, თან პლიუს ის, რომ ის თავის Facebook გვერდზე აზიარებს ამ წერილს. უცნაური ამ წერილისა არის ის, რომ არავის ხელმოწერა არ აქვს ზედ და ზუსტად ეს მაფიქრებინებს იმას, რომ რადგანაც ეს ფრთა ყველაზე მეტად აქტიურობს ამიტომ, მათი ავტორობით დაიწერა ეს ყველაფერი", - თქვა თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა.

ამის მიუხედავად, თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქო ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს.

"მინდა კითხვა დავუსვა ამ განცხადების ავტორებს - რაღაც არ მაგონდება ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის მიერ შექმნილი გალობანი სინანულისანი, არც ედუარდ შევარდნაძის მიერ ყველა იმ დანაშაულის შემდეგ, რომელიც ჩადენილი იყო მათი მმართველობის ჟამს, უბრალოდ უხერხულია ასეთი შერჩევითი სამართალი" - ამბობს ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა.

მისი განცხადებით, საპატრიარქო უკვე აღარ აღიქმება როგორც ქრისტეს ეკლესია, არამედ ის პოლიტიკური ინსტიტუტია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი