გელა ჩარკვიანი დაკრძალეს. ცნობილი დიპლომატი, მწერალი და პუბლიცისტი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.
1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.
1992 წლიდან 2003 წლამდე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი.
დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს.
ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. 2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე).
გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლისა და შვილის გვერდით დაკრძალეს.