შიდა ტურიზმი კრიზისშია. სურამი პირველი ტურისტული ცენტრია, რომელიც პოსტ-ეპიდემიურმა მდგომარეობამ უმძიმესი პრობლემების წინაშე დააყენა. ნაძვის ყვავილობის სეზონის მიუხედავად, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარულია, სურამში წელს სტუმარი არ უნახავთ. საოჯახო სასტუმროების და რესტორნების მფლობელები უიმედობის პირობებში გახსნას არ აპირებენ, მეტადრე, რომ არც ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს არაფერს ტურიზმის გამოსაცოცხლებლად.
ადგილობრივები ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინიც, ვისთვისაც სურამის საფირმო ნაზუქის გაყიდვა ერთადერთი შემოსავალია. სურამელები ერთადერთ ხსნად სესხების გადავადებას ხედავენ და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობენ.
კორონა პანდემია არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები დაბაში დასვენებაზე უარს ამბობენ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სურამში არსებული ინფრასტრუქტურა განანახლებას საჭიროებს, თუმცა,ადგილობრივების თქმით, პრობლების მოსაგვარებლად ხელისუფლება ვერ იცლის.
ხაშურის მერიაში დღეს ბრალდებებს ტრადიციულად არ უპასუხეს. არც კორონა კრიზისთ დაზარალებული ხალხის დასახმარებელ რაიმე გეგმაზე ისაუბრეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა მათ არ დაეხმარება, სურამის მოსახლეობა შიმშილისთვისაა განწირული.