გორში სტიქიამ ხალხი ღია ცის ქვეშ დატოვა - მოგლეჯილია კორპუსების სახურავები

გამოქვეყნდა:

გადახდილი სახურავები, ძირფესვიანად მოგლეჯილი ხეები და გაწყვეტილი ელექტრო გადამცემი ხაზები  - გორი უძლიერესმა ქარიშხალმა დააზარალა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა და ლითონის ნაჭრებმა სახლებთან მდგომი ავტომობილები დააზიანა.

ათობით ოჯახი ამ დრომდე, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. გორის მთავარი გამზირი ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ავტომობილებს უკვე შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება. 

კორპუსს, რომელსაც დღეს სახურავი მთლიანად გადახადა ქარმა, მსგავსი პრობლემა ორი წლის წინათაც შეეხო. მაშინ კორპუსის მკვიდრებმა მერიის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლებს, თუმცა, მათი თქმით, მიუხედავად მრავალმილიონიანი საბიუჯეტო ხარჯისა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. 

ადგილობრივები დღეს ქალაქის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს დაუპირისპირდნენ. მას კორუფციულ გარიგებებში ოპოზიციაც ადანაშაულებს და ამ სტიქიური უბედურების მაგალითზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქართული ოცნების ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობაზე.

ძლიერი ქარის გამო გორში მოხდა სხვა ინციდენტებიც. წაიქცა ხეები, დაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანდა ორი ავტომობილი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი