მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ეროვნული შუღლის გაღვივების თემაზე შეკითხვებს სუს-ი მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნაზეც სვამს. გამოძიება ამ ეპიზოდზეც დაწყებულია. 

მარნეულის მოსახლეობა გამოძიების დაწყებას მიესალმება, რადგან ფიქრობს, რომ ეროვნული შუღლის გაღვივების მცდელობას მართლაც აქვს ადგილი. 

ჩვენ მივესალმეთ გამოძიებას, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, გვინდა, სამართლიანი იყოს და არავის მიეცეს შანსი იმისა, რომ  ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს. რამდენი ხანია უკვე, რომ ქვეყანაში აზერბაიჯანელი მოქალაქეები დისკრიმინაციისა და ზეწოლის მსხვერპლნი არიან. ამას გარკვეული დომინანტი ჯგუფები აკეთებენ, - ამბობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირთაგ ასადოვი.   

მუსლიმთა სულიერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ერთი მხარე მეორეს არასდროს უნდა ჩაგრავდეს, რადგან ეს ქვეყანა ყველას ოჯახია. 

დღის ბოლოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის თაობაზე განცხადება გაავრცელა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ. განცხადებაში ვკითხულობთ: 

მოგმართავთ მარნეულის მოსახლეობას, როგორც ქართველებს, ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს,  გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ. ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის ხუდიასა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ძმობის, სიმტკიცისა და ერთობის სიმბოლო.

მღვდელმთავარმა მეორედ გააკეთა ასეთი განცხადება, რამდენიმე კვირის წინ მან ამ თემაზე ქადაგების დროს ისაუბრა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებას მიიღებს ეს გამოძიება. სუს-ში გამოსაკითხად კიდევ რამდენიმე პირია დაბარებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი