დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ ადგა ლოგინიდან - ნიკოლოზ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც გლდანის ციხის დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დღეს აიღეს გარკვეული ანალიზები და ტესტები, თუმცა მესამე პრეზიდენტთან ის საკანში შევიდა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრების ოთახში ჩასვლა ვერ შეძლო:

საკანში ვესტუმრე იმიტომ, რომ არ შეეძლო ქვემოთ ჩამოსვლა. ანალიზები ავიღეთ, პასუხები მივიღეთ, მაგრამ დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან - ამბობს ყიფშიძე.

ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საუბარიც უჭირს, ამ დროისათვის კი დაწესებულებაში მხოლოდ მთავარი ექიმია. 

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, კონსილიუმის წევრები ხვალ უნდა შეიკრიბონ, თუმცა მისივე თქმით, დასაკარგი დრო არაა- დრო არ გვაქვს, სასწაული არ ხდება, ეს ადამიანი ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად ხდება - ამბობს ყიფშიძე.

როგორც ირკვევა, კონსილიუმის წევრებს ბოლო დღეებია ნიკოლოზ ყიფშიძესთან კონტაქტი, მხოლოდ ე.წ. ჩატით აქვთ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ამ საღამოს რეანომობილის მობილიზება გლდანის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილთან არ იყო. 

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 44-ე დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი