პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებების მიუხედავად, ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე და ჩვენი პროფესიული ღირსებაც! - ექიმების ონლაინ პეტიცია შეიქმნა, სადაც ვკითხულობთ:
"პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო: ჩვენ, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვითხოვთ თქვენს დაუყოვნებლივ მხარდაჭერას. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დიდი სისწრაფით მძიმდება, რაც ჩვენი ერის მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამა წლის 1 ოქტომბრიდან, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე იმყოფება ქართულ ციხეში. სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, პირველივე დღიდანვე მან მიმართა შიმშილობას. შოკისმომგვრელია, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები, ციხის ადმინისტრაცია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორკესტრირებულად მოქმედებენ სააკაშვილის ფიზიკური და პოლიტიკური ლიკვიდაციისთ" ვკითხულობთ პეტიციაში.
პეტიციას ამ დროისათვის ხელს აწერს 200-ზე მეტი ექიმი
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა