გლდანის ციხესთან პოლიციაა მობილიზებული - უცნობია რას უკავშირდება ეს ფაქტი, თუმცა ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მსგავსი ვითარება იყო.
ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
მოქალაქეები ამ დროისთვისაც იქ იმყოფებიან და მთავრობას მოუწოდებენ იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და არა "ვიღაცის ახირებებით" და "პუტინის დავალებით".