უპრეცედენტო რეალობაა, თეთრ ხალათში ჩაცმული ექიმი შიმშილობს იმის გამო, რომ პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს - ვილი პაჭკორია

გამოქვეყნდა:

კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 12 ნოემბრიდან შიმშილობს:

"უპრეცედენტო რეალობაში უწევთ საქართველოს მოქალაქეებს არსებობა, როდესაც თეთრ ხალათში ჩაცმული ექიმი შიმშილობს იმის გამო, რომ პაციენტის უფლებები იყოს დაცული და პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა არის როგორც ექიმის, მოგვეცით უფლება პაციენტი გადავიყვანოთ ნორმალურ სტაციონარში" - ამბობს ვილი პაჭკორია.

შიმშილობის მე-11 დღე აქვს იგივე მოთხოვნით ელენე ხოშტარიასაც. ცოტა ხანში ხოშტარიას მისი პირადი ექიმი მოინახულებს და უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, როგორ გრძნობს თავს დეპუტატი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი