პენიტენციურმა საგანგებოდ გაავრცელა ვიდეო, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი საზოგადოების "დამშვიდებას" ცდილობს

გამოქვეყნდა:

პენიტენციურმა სამსახურმა საგანგებოდ გაავრცელა ვიდეო, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი საზოგადოების "დამშვიდებას" ცდილობს:

მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან, მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული დაკვირვებები, იღებს ყველა საჭირო მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მიერ, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეთვრამეტე დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს მანანა ელეფტეროვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი